ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე

2019-03-31 17:11:24

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა.

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ზვიად გამსახურდიას ფოტოების, წიგნებისა და ნაშრომების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს წევრები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს პირველი პრეზიდენტის საქმიანობის შესახებ და საქართველოს წინაშე მისი განსაკუთრებული ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებასრუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრის მსახიობი, ეროვნული მოძრაობის წევრი ნუკრი არჩვაძე წარუძღვა.

"საქართველოს პირველი პრეზიდენტის ღვაწლი ქვეყნის წინაშე განუზომლად დიდია. ჩვენ ყველამ  უნდა გადავცეთ მომავალ თაობას ის თუ როგორ იბრძოდა, როგორ იღვაწა საქართველოსთვის ზვიად გამსახურდიამ"- განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახა კობერიძემ

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში ქვეყნიდან განდევნეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.