რუსთავში, საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების საბიბლიოთეკო გაერთიანებამ ჩაატარა კონკურსი "ყველაფერი შობაზე". [ვიდეო/video]
კონკურსში მონაწილეობა თორმეტმა სკოლამ მიიღო. მათი ნამუშევრების გამოფენა რესტორან "ლაზიკაში" გაიმართა.
ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებს სიგელები და თეატრის ბილეთები გადაეცათ.
"ინფო რუსთავთან" საუბრისას საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების კულტურის განხრის ხელმძღვანელმა ნონო ლარცულიანმა განაცხადა, რომ: -"საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებამ, მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა რიგი კულტურული კონკურსები და პროექტები. ეს არის ერთ-ერთი მათგანი და ეს გახლავთ კონკურსი "ყველაფერი შობაზე", რომელსაც ჩვენ მუშაობის პროცესში შევუცვალეთ ფორმატი და აღარ მივეცით კონკურსის ხასიათი, რადგან ყველა ბავშვი გვინდოდა დაგვეჯილდოვებინა. მონაწილეობა მიიღო თორმეტმა სკოლამ და მადლობას ვუხდით მათ ამისათვის. 40 ნამუშევარი შემოგვივიდა, სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა, ეს იყო კომპოზიცია, ფოტო, ღონისძიება, გაკვეთილი, ნახატი, ყველაფერი , რაც კი შეიძლებოდა შობასთან დაკავშირებული ყოფილიყო. ღონისძიებაში ჩართვისთვის და დახმარებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებთ რესტორან "ლაზიკას" და რუსთავის თეატრს, რომელმაც ბილეთები გადმოგვცა საჩუქრად ბავშვებისთვის"