სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭყონდიდელის დასახლებაში

2019-03-29 16:28:32

2019 წელს ჭყონდიდელის დასახლებაში 10 საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე ფასადების განახლების პროცესი პირველ 4 სახლს უტარდება, დანარჩენ 6 საცხოვრებელ კორპუსზე კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

“დღეის მდგომარეობით 10-დან 4 სახლზე უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, ამ სახლების მისამართებია გრანელის ქუჩის #7, #9, #11 და გიორგაძის ქუჩის #8. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “GDS". სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 134 300 ლარს, დანარჩენი 6 სახლის კი 225 500 ლარს. სამუშაოები გასტანს 90 დღეს და დასრულდება ივნისის თვეში, ხოლო დარჩენილ 6 მისამართზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები და როგორც კი დასრულდება, დაიწყება სამუშაოები", - განაცხადა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ზაზაძემ.

დარჩენილი 6 საცხოვრებელი კორპუსის მისამართებია გრანელის ქუჩის #23, #25, ჩეხოვის ქუჩის #6, #8, #8ა და #10.

ფასადების რეაბილიტაცია ითვალისწინებს ძველი ნალესის დემონტაჟს, ლითონის ბადის გაკვრას, გალესვას, შეღებვას, დაზიანებული და ძველი ფანჯრების დემონტაჟს და ახალი ფანჯრების ჩასმას, ასევე საცხოვრებელი სახლების შესასვლელში კარის მონტაჟს.