29 მარტს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-03-28 17:13:13

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში თოდრიას, კლდიაშვილის, შევჩენკოს, მარჯანიშვილის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

09:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს სართიჭლაში, მუღანლოში, თელეთში.

14:30-დან 18:30 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ჭაპალა, რაჭისუბანი, სამტრედო, მწყნეთი და მიმდებარე სოფლებს.

10:30-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო და მიმდებარე სოფლებში. 12:30-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს მარნეულში გუდიაშვილის, ჯავახიშვილის, 26 მაისი, გორკის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ კიზილ-აჯილოსა და  სამხედრო დასახლებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.