რუსთავში, ქალაქის მასშტაბით დამონტაჟებული ახალი საგზაო ნიშნების ნაწილმა რუსთაველი მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია
ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავთან" განაცხადა, რომ შესაძლებელია გარკვეულ მონაკვეთებს სპეციალისტებმა გადახედონ.
"საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით პროექტი შედგა 2016 წელს. გამოცხადდა ტენდერი ამ ტენდერის შესაბამისად წარმოდგინდა დასკვნა იმ მხარის, რომელიც უფლებამოსილია და სერთიფიცირებულია ამ საკითხში, თუ საგზაო ნიშნები სად როგორ განთავსდეს. რაც შეეხება ამ საგზაო ნიშნებს, არის სპეციალური კომპანია და ვფიქრობთ, რომ ლოკალურ ადგილებზე სადაც ეს უკმაყოფილებაა მძღოლების, სპეციალისტებმა, რაღაც ნაწილის გადახედვა მოახდინოს", - განაცხადა ქალაქის მერმა.