ბაბი ბაბილუა გარდაიცვალა

2019-03-27 01:20:02

ჯგუფ „ნიუტონის" სოლისტი, კომპოზიტორი თამარ ბაბილუა (ბაბი) გარდაიცვალა.

ბაბი 2015 წლიდან უმძიმეს დაავადებას ებრძოდა. ამის მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია შემოქმედებითი საქმიანობა.

ერთ-ერთი მისი ბოლო ნამუშევარი იყო „საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილეებისთვის შექმნილი სიმღერა - „მე მჯერა", რომელიც კიდევ ორი სხვა ავტორის სიმღერებთან ერთად ჟიურიმ 200-ზე მეტი ნაწარმოებიდან შეარჩია. „საქართველოს ვარსკვლავის" ფინალურ ტურში სიმღერა გიორგი ფრუიძემ შეასრულა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებლი