ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

2019-03-26 12:50:19

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ქალმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.მათივე ცნობთ, დამწვარია 30 მ² ფართობი.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.