ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-03-26 12:10:43

ოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საპირისპიროდ მოძრავ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ეს უკანასკნელი კი, ინერციით გზად მიმავალ მსუბუქ მანქანას დაეჯახა. მსუბუქ მანქანას პატრულის თანამშრომელი მართავდა, რომელიც იმ დროისთვის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. იგი მძიმე დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. სატვირთო მანქანების მძღოლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ამ ეტაპზე შესაბამისი მოქმედებები მიმდინარეობს.