მარნეულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი დასახელდა. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გახდა ცნობილი.
"ზაურ დარგალი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და მჯერა რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას წარმატებით გაუძღვება და მარნეულის მოსახლეობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს" - განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ზაურ დარგალს ამ ეტაპზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა უჭირავს.