ხაშურში მამაკაცმა ცოლი დაჭრა

2019-03-25 09:16:36

ხაშურში, ერთერთ სილამაზის სალონში მამაკაცმა ცოლი დაჭრა.

ქმარმა 33 წლის ქალს დანით 6 ჭრილობა მიაყენა. დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების თქმით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

მოგვიანებით პოლიციამ მამაკაცი დააკავა. შსს-ში აცხადებენ როიმ გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.