მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-03-24 18:56:51

25-26 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 მარტს დაბლობსა და ბარში +8, +14, ხოლო 27 მარტს +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 25 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 26 მარტს გაწვიმდება და ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიკლებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 25 მარტი +12°C, 26 მარტი +10°C, 27 მარტი +18°C, 28 მარტი +15°C.