რუსთავში "ზუმერი" გაქურდეს [video]

2019-03-24 10:53:29

რუსთავში ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" გაქურდეს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქურდობის ფაქტი დილით, დაახლოებით 8 საათისთვის მოხდა.

ორმა პირბმა მაღაზიაში შეღწევა მინის კარის ჩამტვრევის შედეგად მოახერხეს.

მაღაზიიდან წაღებულია 8 ტელეფონი, მათი ჯამური ღირებულება 10 000 ლარს აღწევს.

ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

აღსანიშნავია რომ მაღაზია ბოლო 8 თვეში 4-ჯერ გაქურდეს.