ავარია თბილისში

2019-03-23 18:25:40

თბილისში, "ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ავარია მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 მამაკაცი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.