მეხანძრეებმა სხვენში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას, ზარდახშაში შენახული ფული იპოვეს

2019-03-22 15:25:25

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს.

“მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს.

აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება.

ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი.

ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.