სუპერმარკეტ "მაგნიტის" დაყაჩაღება სათამაშო იარაღით სცადეს

2019-03-22 12:01:09

სენაკში მაღაზიის დაყაჩაღება სათამაშო იარაღით სცადეს.

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტ "მაგნიტს" წუხელ თავს დაესხნენ. როგორც მაღაზიის თანამშრომელი ამბობს ორმა ნიღბიანმა პირმა, სათამაშო იარაღის გამოყენებით, ფული მოითხოვა,  ხოლო როცა მათ განუცხადეს, რომ სალაროში ფული არ იყო, მაღაზიიდან ორი შოკოლადი გაიყოლეს და გავიდნენ. ჩამტვრებულია სუპერმარკეტის კარიც.