Global Teacher 2019-ის პირველი დღე

2019-03-22 10:31:16

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა.

„Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 24 მარტს გამოვლინდება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - "დასრულდა პირველი სამუშაო დღე. ლადო უკვე ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩია. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი დღეა. კვირას კი - დაჯილდოების ცერემონია."