გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 17:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სართიჭალაში, თელეთში, ხაშმში, მუღანლოში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
11:30-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ტანძია, იწრია.
11:30-დან 18:30 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს კოხტა, ხარება, ჩრდილისუბანი, საბეჭისი და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 16:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ხაიში, მარაბდა, მზიანეთი, ხაიში, დიდი დურნუკი და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება