ფესტივალის "ლაინ აფი" ცნობილია

2019-03-19 15:14:52

Tbilisi open air 2019-ის ლაინაფი ცნობილია. ფესტივალის ჰედლაინერები: FRANZ FERDINAND, UNKLE, MOGWAI და DAVID AUGUST იქნებიან.

თარიღების, ლაინაფის და ადგილმდებარეობის შესახებ პრეზენტაცია ფაბრიკაში გაიმართა.

ფესტივალი 21-22-23 ივნისს  lisi wonderland-ის ტერიტორიაზე გაიმართება.

ფესტივალი 3 დღის განმავლობაში 60-ზე მეტ არტისტს 4 სცენაზე უმასპინძლებს. საწყის ეტაპზე, 19 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის (1500) 3-დღიანი აბონემენტი, რომელთა ფასი 125 ლარი იქნება.
აბონემენტის საბოლოო ფასი 180 ლარი გახდება (ფასდაკლების გარეშე).
ხოლო დღიური ბილეთები 8 აპრილიდან გაიყიდება. 

“მსმენელი ჩვენგან ყოველთვის უნდა ელოდოს თავისუფლებას, მრავალფეროვნებას და თანასწორობას. წელს ველოდებით 70-მდე არტისტს” განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბრისას ფესტივალის დამფუძნებწლმა აჩიკო გულედანმა. შეგახსენებთ, რომ წელს Tbilisi Open air-ს  მე-10 საუბილეო წელი აქვს.

ავტორი

ნინა პარუნაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები