გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
როგორც ინფო რუსთავს ენერგო პრო-ჯორჯიადან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 07:00-დან 07:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში შარტავას და ტაშკენტის ქუჩებზე, მე-20 მიკრორაიონში.
10:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს მარტყოფში, გარდაბანში, გამარჯვებაში, კახეთის გზატკეცილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.