ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

2019-03-15 14:42:59

დავით ქაცარავას ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები შევიდნენ. მისივე ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის ბაღბი დაიკავეს.

როგორც ქაცარავა აღნიშნავს, ამის შესახებ მას ხურვალეთიდან ლუდა სალიამ, მოხუცებულთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა შეატყობინა, რომელმაც სურათის გადაღება სცადა, მაგრამ ამის უფლება სამხედროებმა არ მისცეს.

მისი თქმით, ხურვალეთის საგუშაგოსთან მობილიზებული არიან პოლიციელები, რომლებიც მას და მის თანამებრძოლებს სოფელში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ქაცარავა "ფეისბუქ" ლაივით მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პაუხისმგებლობა და ხურვალეთის საგუშაგოსთან ჩავიდნენ.