1 გარდაცვლილი 1 დაშავებული

2019-03-15 13:22:40

ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორზე მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით გზატკეცილზე დაბალი ხილვადობის გამო ერთმანეთს "კია"-ს მარკის და "დაფ"-ის მარკის სატვირთო ავტომობილები შეეჯახა.

ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს."