საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური:
სართიჭალა - გომბორის საგუშაგოსთან ცეცხლი საწვავით დატვირთულ ავტომანქანას გაუჩნდა.
ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა 1200 ლიტრი დიზელის საწვავით იყო დატვირთული.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ავტომანქანა აფეთქებას გადაურჩა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.