რუსთავში მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
8 მოედნის მშენებლობაზე სატენდერო ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, რომლის ღირებულება 373 311 ლარს შეადგენს.
2019 წელს, სხვადასხვა მისამართზე 19 სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.
სპორტული მოედნები მოეწყობა შემდეგ მისამართებზე: ბარნოვის ქ. #8, თოდრიას ქ. #3, 21-მიკრორაიონის #6, თბილისის ქ. #2, მეგობრობის გამზირის #2 და #10, მესხიშვილის ქ. #16, ფიროსმანისა და კომუნალების ქუჩების მიმდებარე ტერიტორია.
"ქალაქ რუსთავში, ამ ეტაპზე დაგეგმილია 19 მისამართზე მინი სპორტული მოედნების მოწყობა და რეაბილიტაცია. რაც შეეხება კონკრეტულად ამ 8 მოედანს, სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება"- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ზაზაძემ.
11 სპორტული ობიექტის კეთილმოწყობის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების გამოსავლენად კი ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.