რუსთავის ორ ქუჩას შესაძლოა სახელი გადაერქვას

2019-03-15 10:12:45

რუსთავის ორ ქუჩას შესაძლოა სახელი გადაერქვას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრებმა კომისიის სხოდამზე იმსჯელეს. ცვლილებები შეეხება შარტავას და ლეონიძის ქუჩების დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას, რომელსაც ოთარ გურგენიშვილის სახელი მიენიჭება.

შეგახსენებთ, რომ ოთარ გურგენიშვილი ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, მან მცირეწლოვანი ბავშვი სიკვდილისგან მაშინ გადაარჩინა, რა დროსაც ის გზაზე გადასვლას ცდილობდა და მანქანა ეჯახებოდა.

სახელი გადაერქმევა ასევე კომუნალების ქუჩას და მას რუსთაველი მთამსვლელი ქალის, მარო ტყავაძის სახელი მიენიჭება. მთამსვლელი, რუსთავში, სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა.

მარო ტყავაძე ერთ-ერთი პირველი ქალი მთამსვლელი იყო. მან ყაზბეგში ლაშქრობის დროს ერთერთ მწვერვალს რუსთავის სახელი დაარქვა.

სახელების მინიჭების საკითხი საჯარო განხილვის საკითხია რის შემდეგაც გადაწყდება დაარქვან თუ არა სახელები ქუჩებს.