შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ჩ., თაღლითობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. [ვიდეო/video]
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 1989 წელს დაბადებული პ.ს. ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მან პ.ს.-ს კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის ძვირადღირებული მობილური ტელეფონი თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმდებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს დააკავეს.
პოლიციამ თაღლითური გზით მისაკუთრებული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.