13 მარტს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-03-12 17:40:33

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 მარტს  ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში ახალი სამგორი, სამგორი, ლემშვენიერა.

11:30-დან 18:30 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო, ქარიანი, სოგუთლო.

12:00-დან 18:30 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ღოუბანი, ვაშლოვანი, ბორბალო, ერტისი, ბორბალო.

11:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებში წინწყარო, ქოსალარი, ქსოვრეთი, გოლთეთი, არნაუთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.