მეხანძრე სახანძრო მანქანაზე ასვლას ცდილობდა რა დროსაც ფეხი გაუცურდა და გადმოვარდა

2019-03-12 17:19:26

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სოფელ ნადუქნარში მეხანძრე სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, მეხანძრე სახანძრო მანქანაზე ასვლას ცდილობდა, ფეხი გაუცურდა და გადმოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.