სპეცოპერაცია ფონიჭალაში

2019-03-12 17:06:21

ქვემო ფონიჭალაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედება დილის 11 საათიდან მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ბინაში 2 ახალგაზრდა, 21 და 23 წლის მამაკაცები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, დედა დილის საათებში დააკავეს. ამ დროისთვის სავარაუდოდ ნარკოდანაშაულის გამო დაკავებულია 21 წლის და 23 წლის მამაკაცებიც.

 

ადგილზე მობილიზებულია სპეც დანიშნულების სამსახური.