სკოლის დირექტორების სერტიფიცირება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განაცხადა.
"სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ დირექტორებს, უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ და თავიდან მოუწევთ ამ პროცესის გავლა. დირექტორების სერტიფიცირების ახალ ტალღას ვგეგმავთ შემოდგომაზე, ძალიან ბევრია მსურველი, რომ გაიაროს სერტიფიცირება, რადგან ამის გარეშე ვერ იღებენ კონკურსებში მონაწილეობას. 2020 წელს უკვე გვექნება კონკურსები იმ სკოლებშიც, სადაც არჩეული დირექტორები არიან, იმიტომ რომ უფლებამოსილების ვადა ეწურებათ კანონმდებლობის ფარგლებში,"- განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.
საქართველოში საჯარო სკოლის დირექტორთა სერთიფიცირება 2007 წლიდან დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება.