რუსთავის ველური ტყე [photo]

2019-03-10 00:02:13

რუსთავში, მრავალწლიანი ცხოვრების მიუხედავად, ბევრმა არ იცის, ან არ ყოფილა მდინარის ხეობაში, სადაც განთავსებულია ბუნებრივი, ე.წ. ჭალის ტყე.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ხეები და მცენარეები, როგორებიცაა: ტირიფი, ვერხვი, იფანი, მუხა და სხვ. თუმცა აღნიშნულ ხეებს საფრთხე ემუქრება, რადგან მათი ნაწილი უკვე გამხმარი და განადგურებულია.

ტყის ტერიოტორიაზე განთავსებულია ფერმები, სადაც მოსახლეობა მეცხოველეობით არის დაკავებული. ტყის ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ აშენდა მამათა მონასტერი.

აქ, ასევე სხვადასხვა სახეობის ფრინველი და გარეული ცხოველი ბინადრობს. ფრინველებიდან ყველაზე ხშირად შეიძლება შეხვდეთ: ხოხობს, შაშვს, არწივს და ა.შ.

ტერიტორიას რუსთავის ააიპ "რუსთავსერვის ცენტრი" აკონტროლებს.

"ინფო რუსთავმა" მოამზადა ფოტორეპორტაჟი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ხდება რუსთავის ტყეში.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები