საქართველოში ევროპული დირექტივის მიხედვით გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ რეგულაციები მომზადდა, რომელიც გარემოზე მიყენებული ზიანის დროს წარმოქმნილ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარუ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
კანონპროექტის შესაბამისად, დამაბინძურებელი კომპანიები გარემოს აღდგენას და ზიანის აღმოფხვრას უზრუნველყოფენ.
„განსაზღვრულია გარკვეული ფინანსური ვალდებულებები გარემოზე ზემოქმედების მსხვილი ობიექტებისთვის, რათა ჩვენ ავიცილოთ ისეთი შემთხვევები რომლებიც წარსულში გვქონდა, ხშირ შემთხვევაში ფინანსური გადახდისუნარიანობის გამო, ჩვენ გვრჩებოდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, მაგრამ ამ ზიანის გამოსწორების რესურსები სახელმწიფოს არ გააჩნდა", -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.