გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 09:00-დან 19:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში სამგორი, ნასაგური, დიდი ლილო, ვარკეთილი.
11:00-დან 19:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს წინწყარო, ქოსალარი, ქსოვრეთი, გოლთეთი, არნაუთი. 11:00-დან 18:30 საათამდე - სოფლებს დიდი თონეთი, ორბეთი, ღოლოვანი, ღვევი, კვესეთი და მიმდებარე სოფლებს.
11:30-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ირგანჩაი, საფარლო, პანტიანი, ანგრევანი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებს.
12:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, ლეჟბადინი და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.