ორმხრივი სროლა ქუჩაში

2019-03-04 22:03:18

თბილისში, მთაწმინდაზე, ვეჯინის ქუჩაზე ორმხრივი სროლა იყო.

პოლიციელები ყაჩაღობაში ბრალდებული პირის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც მან სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა. სამართალდამცველებმა სროლას სროლითვე უპასუხეს.

შსს-ში აცხადეებენ რომ დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.