ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი კახეთის მაგისტრალზე.
არსებული ინფორმაციით ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთი ტრაილერია.
ავარია კაჭრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თვითმხილველის თქმით არის გარდაცვლილი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, პაციენტები უახლოეს კლინიკებში გადაიყვანეს.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლით მიმდინარეობს".