ვინ იბრძოლებს მარნეულის მერობისთვის

2019-03-01 21:19:54

მარნეულის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნები მაისის თვეში გაიმართება.

ვინ იბრძოლებს მარნეულის მერობისთვის, ეს არის კითხვა რომელსაც მარნეულში ბოლო დღეებია აქტიურად სვამენ.

"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ, პარტია "ქართული ოცნება" მერობის კანდიდატის შერჩევას აქტიურ რეჟიმში განიხილავს.

მოპოვებული ინფორმაციით გამოიკვეთა რამდენიმე სახელი და გვარი, ესენი არიან ის ადამიანები რომლებსაც მარნეულთან სხვადასხვა სახით შეხება აქვთ. ზოგო მოქმედი საჯარო მოხელეა, ხოლო ზოგიც სხვადსხვა ჯგუფის მიერ ინიცირებული.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით სავარაუდო კანდიდატებად უკვე დასახელდა 6 ადამიანი, სწორედ ამ ჩამონათვალიდან გააკეთებს "ქართული ოცნება" არჩევანს.

ესენი არიან: ზაურ ტაბატაძე, მამუკა ნავერიანი, ლაშა ლობჯანიძე, ზაურ დარგალი, ლონგინოზ გასანოვი და ქემრან ომაროვი.

უახლოეს მომავალში "ინფო რუსთავი" შემოგთავაზებთ იმ ადამიანების ჩამონათვალს რომლებიც მარნეულის მერის არჩევნებში ოპოზიციური ფრთიდან მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ რომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი ბრალდებულია და სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა. აღსანიშნავია რომ თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით გასულ კვირას მიმართა.

სწორედ შექმნილი ვითარების გამო იმართება მარნეულში მერის არჩევნები.