დავით კირკიტაძე ციხეში ქორწინდება [photo]

2019-02-28 17:04:35

ამ წუთებში მატროსოვის ციხეში ''ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე და მარიამ ახობაძე ციხეში ქორწინდებიან. პატარძალი რამდენიმე წუთის წინ მატროსოვის ციხეში შევიდა.

პოლიტიკოსის რჩეული 27 წლის მარიამ ახობაძეა. არსებული ინფორმაციით, წყვილის მეჯვარეები სასჯელაღსრულების თანამშრომლები იქნებიან. ე.წ მატროსოვის ციხესთან შეკრებილები არიან დავით კირკიტაძის მეგობრებიც.