გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება.
11:30-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს დმანისში 26 მაისის, გორგასლის, აღმაშენებლის, ყაზბეგის, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 14:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს არხოტი, ნაპილნარი, შეხვეტილა, ზემო ჭინჭრიანი, მანგლისი და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 14:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი, ოფრეთი, სიონი და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებსშაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ქვემო სარალი და მიმდებარე სოფლებს. 13:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს წალასყური, თელეთი, კუმისი. 15:00-დან 18:45 საათამდე - სოფლებს დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი და მიმდებარე სოფლებს.
11:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს წალკაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.