პედოფილების მიმართ კასტრაციის შემოღება

2019-02-26 19:59:31

ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს.

პროექტის ავტორი მოითხოვდა რომ პედოფილების მიმართ შემოიღონ კასტრაცია, როგორც სასჯელის სახე.

"თუკი ჩვენ ამ სახით საკანონმდებლო წინადადებას გავიზიარებთ, შეიძლება აღმოვჩნდეთ მოცემულობაში, როცა წამებას საკანონმდებლო დონეზე დავადგენთ, რაც მიუღებელია, თუმცა ზოგად სულისკვეთებას ამ საშინელი დანაშაულის მიმართ ვეთანხმები", - გნაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.