საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სულ მალე საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები საგაზაფხულო არდადეგებს არც წელს შეეხება და მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში 8-დან 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.
რაც შეეხება ზაფხულის არდადეგებს, უწყების ცნობით, ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, მხოლოდ მე-2 და მე-11 კლასებისთვის.
პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, მე-12-კლასელებისთვის კი – 20 მაისს.