რამდენიმე დღეა "ინფო რუსთავს" რუსთავში მოქმედი ტაქსის კომპანიები უკავშირდებიან და აცხადებენ რომ შესაძლოა რუსთავში თბილისის მსგავსად რეგულაციები დაუწესდეთ ტაქსებს.
გავრცელებულ ინფორმაციას დღეს ის ფაქტიც დაემატა რომ დილიდან მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთავარ მოედანზე თეთრი ფერის ტაქსები არის მობილიზებული და მიმდინარეობს სარეკლამო რგოლის გადაღება.
"ინფო რუსთავი" აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და რეგულაციების შესაძლო დაწესების თაობაზე კითხვით მერიის შესაბამის სამსახურს მიმართა. თვითმმართველობაში განაცხადეს რომ - "ტაქსის კომპანიებისთვის რეგულაციების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა და ამ დროისთვის რუსთავის მერიაში მსგავსი საკითხი არ განხილულა".
რაც შეეხება სარეკლამო რგოლს, გაირკვა რომ, ვიდეოს რუსული კომპანია იღებს და მის შინაარს რუსთაველებისთვის ახალი სერვისის შეთავაზებასთან კავშირი არ აქვს.