რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, რეგიონალური ჩემპიონატი, მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა.
ერთმანეთს ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის გამარჯვებული გუნდები, 13-16 წლის მოსწავლეები შეეჯიბრნენ.
თითო ჯგუფში ოთხი გოგო და ოთხი ბიჭი იღებდა მონაწილეობას.
"მიმდინარეობს რეგიონალური ჩემპიონატი, მაგიდის ჩოგბურთში, სადაც გოგონებში ოთხი მუნიციპალიტეტი იღებს მონაწილეობას, ბიჭებში კი შვიდივევე მუნიციპალიტეტი. გამარჯვებული ბავშვები მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას", - განაცხადა შეჯიბრის ორგანიზატორმა გოჩა თათარაძემ.
გოგონებში გამარჯვება რუსთავის გუნდს ერგო.