ა(ა)იპ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება აცხადებს კონკურსს საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე.
ფსიქოლოგი - ერთი მუდმივი საშტატო ერთეული.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ასევე, სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
დარიცხული ხელფასი 450 ლარი.
სპეც.პედაგოგი - 5 მუდმივი საშტატო ერთეული.
კანდიდატს მინიჭებული უნდა ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეც. მასწავლებლის მომზადების მოდული. ასევე, სასურველია ჰქონდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით.
დარიცხული ხელფასი-500 ლარი.
- აღმზრდელი - 2 მუდმივი საშტატო ერთეული.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: 1) ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს (ჰუმანიტარული განხრით). სასურველია ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
2) ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ -პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი ან გავლილი ჰქონდეს აღმზრდელ პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის საფუძველზე გადამზადება.
დარიცხული ხელფასი-500 ლარი.
სამივე პოზიცია მოიცავს 40 სამუშაო საათს კვირაში.
კანდიდატმა 21 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით გაერთიანების საორგანიზაციო განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს CV, პირადობის მოწმობის ასლი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა)განცხადებების მიღება, ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით გადარჩევა, გ) გასაუბრება.
ინფორმაციას რუსთავის მერიის ბაგა ბაღების გაერთიანება ავრცელებს.