2019-02-19 16:07:32
საქართველოში მაგნიტუდით 3,3 მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები ნინოწმინდის აღმოსავლეთით, სოფელ სათხეში დაფიქსირდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.