კომპანია „ნოკიამ“ NOKIA 3310-ის განახლებული მოდელი გამოშვა. მოწყობილობა პირველად 2000 წელს გამოვიდა და ცნობილი თავისი გამძლე ელემენტით, მყარი კორპუსითა და პოპულარული თამაშით „snake” გახდა. ახალი მოდელის დაბრუნების შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. განახლებული მოდელის ღირებულება ამჟამად 49 ევროს შეადგენს და მისი ელემენტი, კომანიის წარმომადგენლების თქმით, ერთ თვეს ძლებს. განახლებულ მოდელს 22 საათიანი სალაპარაკო დრო აქვს, რაც 10-ჯერ მეტია პირველი მოდელის იგივე მონაცემთან შედარებით. NOKIA 3310 მომხმარებელს 2.5G ინტერნეტს სთავაზობს, თუმცა მოწყობილობას არ აქვს WI-FI მხარდაჭერა. ახალი მოდელი სხვადასხვა ფერებშია წარმოდგენილი და იმაზე თხელია, ვიდრე ორიგინალი იყო. ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით, მოდელი მათთვისაა შექმნილი ვინც დამატებით, მეორე უფრო გამძლე მობილურს ეძებს. როგორც კომპანია"გოლეთიანში" "ინფო რუსთავს" განუცხადეს, აღნიშნული მოდელი საქართველოში აპრილის თვეში შემოვა.