2019-02-09 16:31:39
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და კომპანია სოკარ ჯორჯია გაზის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაზდანადგარიდან ბუნებრივი აირი ჟონავდა.
კომპანია სოკარ გაზის თანამშრომლებმა შესაბამისი სამუშაოები განახორციელეს და კორპუსი დატოვეს.
გაზის გაჟონვის შედეგად არავინ დაშავებულა.