რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება

2019-01-31 11:44:39

რუსთავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარე განათების ქსელის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

ფალიაშვილის ქუჩაზე, ქსელის სრულყოფის მიზნით, 400 მეტრი სიგრძის ახალი ტიპის სიპი კაბელი დამონტაჟდა.

პარალელურ რეჟიმში ძველი ნათურების ახალი, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლება ხდება.

სამუშაოებს მერიის ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრის’" თანამშრომლები აწარმოებენ.

ახალი სანათებით გარე განათების ქსელის განახლება, ეტაპობრივად მოხდება რუსთავის სხვადასხვა უბანში.