მე-7 მიკრორაიონში სტადიონების რეაბილიტაცია დასრულდა.
განახლდა 4 სტადიონი, სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 134 000 ლარი დაიხარჯა. ახლადრეაბილიტირებულ საფეხბურთო მოედანზე სიმბოლური მატჩი გაიმართა.
"რამდენიმე დღის წინ მე-7 მიკრორაიონში ოთხი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. დღეს სიმბოლური მატჩი გაიმართა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ჯამში სულ 6 საფეხბურთო მოედანი გვაქვს ამ ტერიტორიაზე. მოვუწოდებ მოსახლეობას კვირაში ერთხელ დავნერგოთ ტრადიცია და ჩავატაროთ სიმბოლური მატჩები", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან ჯანჯღავამ.