მგზავრთა ნაკადის თვლა

2019-01-30 10:47:02

რუსთავის შემოსასვლელში მგზავრთა ნაკადის თვლა მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ინტერტრანსის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები. 

მოწყობილია შესაბამისი ჯებირები სადაც მიკროავტობუსებს უწევთ გაჩერება. მიმდინარეობს თითოეულ მიკროავტობუსში მყოფი მგზავრების აღრიცხვა და სატრანსპორტო საშუალებების დათვლა.

მგზავრთა ნაკადის თვლა დილის 5:30 საათიდან დაიწყო და 02:00 საათამდე გაგრძელდება.