შემთხვევა რუსთავის მაღაზიაში

2019-01-30 10:07:31

ინციდენტი რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით უცნობი მამაკაცი მარკეტში შევიდა, დახლებიდან აიღო სურსათი და სასმელი, შემდეგ კი ისე რომ თანხა არ გადაიხადა გახსნა და მიირთვა.

მაღაზიის თანამშრომლებმა მამაკაცს მიმართეს რომ პროდუქტის საფასური გადაეხადა თუმცა მან ყურადღება არ მიაქცია.

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, 40 წლამდე მამაკაცი გამოკითხვის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს.