ხმაური და ჩხუბი სამორინესთან [video]

2019-01-30 00:13:00

ინციდენტი რუსთავში, მე-12  მიკრორაიონში, სამორინე კრისტალ ბეთის ტერიტორიაზე მოხდა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებსა და 2 მამაკაცს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თვითმხილველების თქმით, კრისტალ ბეთის რამდენიმე თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა 2 მამაკაცს. ნაცემი მამაკაცების თქმით მათთვის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

"ინფო რუსთავთან" დაცვის ერთერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მამაკაცები შენობაში იგინებოდნენ, მათ მიეცათ შენიშვნა, შენობა დაეტოვებინათ, მაგრამ არ დატოვეს და სწორედ ამიტომ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.